ის ერთი ლარი ფხაკაძისაა, კრიტიკოსებო - ვის მიმართავს ექსპერტი
იცით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ყველამ ერთად?! ამ უნიათოების ჯინაზე ქვეყანა არ ჩავაკეტინოთ - გავიკეთოთ სამედიცინო პირბადე - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქ ლაივის დროს განაცხადა.
მისი თქმით, პირბადე უნდა გამოიყენოს ყველამ, როგორც ვაქცინირებულმა, ისე არა ვაქცინირებულმა პირმა.
"ნათელია, რომ არა აქვთ გეგმა, სტრატეგია, ხედვა...მერე ეს მერკანტილური მიზნები, კლანები, გეგონება 200 მეფე ეჩხუბება ერთმანეთს. ხალხო, ერთი ბეწო ხალხი ვართ, სულ 3 მილიონი...რა გვაქვს საჩხუბარი... ადამიანებო, ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ!
ფაქტია, ძლიერი და ეფექტური ვაქცინები არ ჩამოაქვთ, თქვენ ამას ვერ შეცვლით. ყველამ გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია. მე რაც შემიძლია, ვაკეთებ, იცით. თქვენ გააკეთეთ ის, რაც შეგიძლიათ - გთხოვთ, მოვინდომოთ, დემონსტრაციულად გავიკეთოთ სამედიცინო პირბადე და არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა.
წელიწადნახევარია, საჯარო ლაივებს ვაკეთებ - მითხარით, რა არ შესრულდა, რაც გითხარით?! ვთქვი, ფაიზერი იქნება-მეთქი....იქნება. გითხარით, ზამთარში ვაქცინაცია ვერ დაიწყება-თქო - ასრულდა. ვთქვი, არ გინდათ დაბალეფექტური ვაქცინები-მეთქი, არ დამიჯერეს - დრომ და მსოფლიო სტატისტიკამ აჩვენა, რომ მართალი ვიყავი. ვთქვი, უვარგისია „რემდესივირი“-თქო - არაერთი კვლევით დამტკიცდა...
გახსოვთ ჩემი ლაივი, 700 000 კაცმა რომ ნახა?! ჩემი წინასაახალწლო ოცნება რა იყო, გახსოვთ?! - სამედიცინო პირბადეები ყოფილიყო 15 თეთრად. ავიხდინე ეს ოცნება, ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ ეს. ბედნიერი ადამიანი ვარ... უცნაურია ხომ?! ზოგს მანქანა უნდა, ზოგს კიდევ რაღაც... მე კი ასეთი უცნაური ოცნებები მაქვს...
გახსოვთ, 1ლარი და 20 თეთრი რომ ღირდა სამედიცინო პირნადეები?! დავაწევინეთ 15 თეთრამდე. ნოემბრის შემდეგ დოლარის კურსმა აიწია, ვნერვიულობდი, როგორმე შეგვენარჩუნებინა ფასი და ყველაფერი კეთდება ამისთვის, ვახერხებთ.
დღეს თითოეული პირბადის შეძენისას თქვენი ეკონომია ერთი ლარია და ის ერთი ლარი ფხაკაძისაა - გახსოვდეთ, კრიტიკოსებო. ხოდა, იმ დაზოგილ ერთ ლარად იყიდეთ სამედიცინო პირბადეები და ვისაც უჭირს, იმას მიეცით.
პანდემიის მართვა შესაძლებელია - გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ყველგან და ყველამ - ვაქცინირებულმაც, არავაქცინირებულმაც, კოვიდგადატანილმაც, კოვიდგადაუტანელმაც, ვისაც გჯერათ და ვისაც არ გჯერათ კორონავირუსის არსებობის! ბავშვებიც თამაშით მიაჩვიეთ პირბადეებს. ასე გადავრჩებთ.
ყველაზე საიმედო საშუალება არის სამედიცინო პირბადე, საქართველოში კი ვიღაც-ვიღაცეები „გილიარდს“ ამდიდრებენ და უვარგისი „რემდესივირი“ ჩამოაქვთ... ის თავის დროზე ებოლას საწინააღმდეგოდ გამოიგონეს, არ გამოდგა და ახლა მარკეტინგული ხრიკებით ვითომ კოვიდის წამლად ასაღებენ. მსოფლიოში ამ აფიორით კომპანიამ მილიარდნახევარი იშოვა 2021 წლის პირველ კვარტალში. საქართველოში უვარგისი „რემდესივისრის“ ჩამოტანას ხალხს პირბადეები დაურიგეთ, ჯობს..." - ამბობს ფხაკაძე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი