სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება? - გეგეჭკორი
შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალური ქსელის პირად გვერდზე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:
"საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კოვიდთან მიმართებაში დღითიდღე დრამატული ხდება. ჩახედული ვარ ჰოსპიტალური სექტორის პრობლემებში და ამ პირობებში ავადმყიფობისთვის საკუთარი თავის და სხვების გაწირვა ნამდვილი უგუნურობაა. იქნებ როგორღაც დავიჯეროთ, კოვიდი არ არის გრიპი. კოვიდი ნამდვილად რთული, მულტისისტემური დაავადებაა. ამ წუთებში, საქართველოს ჰოსპუტლებში, რამდენიმე ისეთი პაციენტი ებრძვის სიკვდილს რომელთაც არანაირი რისკის ფაქტორები არ ჰქონდათ, ასაკითაც 40 წელს ქვემოთ არიან. უკვე გვყავს გარდაცვლილი ბავშვები. ნუთუ ეს მსხვერპლი საკმარისი არ არის? ყოველი გონიერი ქცევა რამდენიმე გადარჩენილი სიცოცხლეა. ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება?
ნუთუ ასე რთულია გავიგოთ, ამ წუთისთვის არ არსებობს კოვიდ-სპეციფიური მკურნალობა და ამიტომ გადარჩენის ერთადერთი საშუალება პრევენციაა. ანტივაქსერებო, ნუთუ არ გამძიმებთ იმ ადამიანების საცოდაობა ვისაც უარი ათქმევინეთ კოვიდისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაზე, ვაქცინაზე?
სანამ დროა, იქნებ მეტად გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს. უპასუხისმგებლო საქციელის ფასი ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეა დღეს. იქნებ როგორღაც გავუსწოროთ თვალი ტრაგედიას რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს...
აიცერით, დაიცავით დისტანცია, სწორად ატარეთ პირბადე, დაიცავით ჰიგიენის წესები, შეწყვიტეთ პრევენციის წესების უგულვებელყოფით გამართული დიდი თავყრილობები.
გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა, გთხოვთ" - წერს გეგეჭკორი.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი