მეცნიერებმა ჭირის ახალი ვაქცინა შეიმუშავეს
მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია ისეთი ისტორიული აფეთქებებით, როგორიც იყო შავი ჭირი, რომელმაც 1300-იან წლებში ევროპის მოსახლეობის თითქმის ნახევარი შეიწირა, ჭირი დღემდე უტევს აფრიკის გარკვეულ ნაწილებს და ზოგჯერ სხვაგანაც ვრცელდება.
გასულ კვირას შეერთებულ შტატებში, 10 წლის ბიჭი გარდაიცვალა ჭირის გართულებებით. ამის შესახებ გამოცემა Sciencealert წერს.
მეცნიერებმა შეიმუშავეს ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა მოდიფიცირებული საერთო გაციების ვირუსის (ადენოვირუსი) გამოყენებით.
ჭირის დაავადებას იწვევს ბაქტერია, სახელად ჭირის ბაცილა (Yersinia pestis), რომელიც ადამიანებში ცხოველებიდან რწყილებს გადმოაქვთ და შემდეგ, სხეულის დაბინძურებული სითხეებითა და სხვა მასალებით ვრცელდება. სათანადო დახმარების გარეშე, ეს საზარელი დაავადება შეიძლება სწრაფად გახდეს სასიკვდილო, სიკვდილიანობის ას პროცენტამდე მაჩვენებლით, რაც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დააინფიცირებს ის სხეულს.
ჯერჯერობით, ჭირის ვაქცინა შემოწმებულია მხოლოდ ლაბორატორიულ ცხოველებზე. შემდეგი ნაბიჯი იქნება ადამიანზე ტესტირება. მეცნიერები ეძებენ ჯანმრთელ მოხალისეებს 18-დან 55 წლამდედა მათ ჯილდოს სახით 880 აშშ დოლარს სთავაზობენ.
ჭირის ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ფორმაა პნევმონიური ჭირი, რომლის დროსაც Y. pestis იჭრება ფილტვებში. ეს არის ინფექციის ყველაზე საშიში ფორმა და შეიძლება განვითარდეს რესპირატორული უკმარისობა და შოკი ინფექციიდან ორი დღის განმავლობაში. ჭირის ყველაზე ეფექტური მკურნალობა არის ანტიბიოტიკები.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
