რატომ იდგმება კარვები რესპუბლიკური და ინფექციური საავადმყოფოების ეზოებში - თამარ გაბუნიას განმარტება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განმარტებით, კარვებს რესპუბლიკური და ბოჭორიშვილის სახელობის ინფექციური საავადმყოფოების ეზოებში ვაქცინაციის შეუფერხებელი ჩატარებისთვის შლიან.
მისი თქმით, კლინიკაში რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციისთვის მისულ პირს რიგის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება სპეციალურად მოწყობილ კარავში მოიცადოს.
"მივიღეთ შეკითხვები, თუ რა კარავი გაჩნდა რესპუბლიკურის ეზოში. ასევე ბოჭორიშვილის სახელობის ინფექციური საავადმყოფოს ეზოში. ამისი მიზანია ერთადერთი, თუ იქნება უამინდობა, მაგალითად, წვიმა და მოქალაქეს, რომელიც რეგისტრაციის გარეშე მოვა, შესაძლოა, დიდი რიგი დახვდეს, დაყოვნების საშუალება ექნებათ კარვებში, რომლებიც მოეწყობა იმგვარად, რომ კომფორტული იყოს იქ გაჩერება. ეს არის გადაწყვეტა იმ მოსალოდნელი ნაკადებისთვის, რასაც ჩვენ ველოდებით.
იმუნიზაციის საბჭოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო, რომ უმოკლეს ვადაში ყველა ამცრელ კლინიკას ვირტუალური კაბინეტი გაუაქტიურდება. ანუ რეგისტრაციის გარეშე მოქალაქეებს შეუძლიათ, მივიდნენ და აიცრან უკვე ნებისმიერი ვაქცინით. არა მხოლოდ „სინოვაკით“ და „სინოფარმით“, არამედ „ფაიზერითაც", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სიახლეები
- “აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ “რუსული ჩარევის” საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ “რუსულის” იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ” – პაპუაშვილი
- სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ – როგორ ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- ერდოღანი აცხადებს რომ თურქეთში ხანძრების 96% ადამიანური ფაქტორით იყო გამოწვეული – ქვეყანაში 40-მდე პირი დააკავეს
- მანჰეტენზე მამაკაცმა 4 ადამიანი მოკლა, ერთი დაჭრა და თავი მოიკლა
- “თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს” - შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ 10 პირის დასანქცირებაზე