აგვისტოს შუა პერიოდი უმძიმესი იქნება, ვითარება ჩაკეტვისკენ მიდის - ფხაკაძე
აგვისტოს შუა კვირა უმძიმესი იქნება საქართველოსთვის, ვითარება ჩაკეტვისკენ მიდის - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
"31 321 აქტიური შემთხვევაა. აქამდე რეკორდი 2020 წლის 12 დეკემბრის 30 944 აქტიური შემთხვევა იყო და ასევე რეკორდული 53 გარდაცვლილი 2020 წლის 19 დეკემბერს.
აგვისტოს შუა კვირა უმძიმესი იქნება საქრთველოსთვის.
სამწუხაროდ, ჩაკეტვისკენ მიდის საქმე
არავის უნდა ჩაკეტვა, არავის, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს რომ არ ჩავიკეტოთ
სამედიცინო /მეცნიერული /საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით და, უბრალოდ, საღი გონებით თუ იფიქრებ საქართველო ჩასაკეტი იყო 2021 წლის 1 ივლისს. ეს მაშინ, როცა მე პირველმა გავბედე და ვთქვი (არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით), რომ საქართველოში მე-4 ტალღა დაიწყო
მართლა არ ვიცი, თუ როგორ, რამდენჯერ, რა ენაზე, რა მტკიცებულებით უნდა მოგმართოთ
არ აიცრათ. არც სახლში დარჩეთ. არც პირბადე ატაროთ. ახალი სასიკვდილო რეკორდია დასამყარებელი.
PS: 2021 წლის 30 ივლისის სტატისტიკა - 80 მილიონიან გერმანიას და 3 მილიონიან საქართველოს ახალ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა თითქმის ერთნაირი რაოდენობა აქვთ:(" - წერს ფხაკაძე.
სიახლეები
- “ყველასთვის მოსალოდნელი იყო, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაიზრდებოდა” – ნინო წილოსანი
- “საქართველოში თურმე პოლიციელს სილაც უნდა გააწნა და „მოლოტოვის კოქტეილიც” ესროლო, ხოლო დასავლეთში პოლიციელს არ უნდა შეეხო, თორემ მოგკლავენ – ეს რანაირი დემოკრატიაა?’ - გურამ მაჭარაშვილი
- “ჩარლი კირკის დაკარგვა დიდი დანაკლისია” - ტრამპი
- სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- უხვი ნალექის გამო, თბილისში ქუჩები დაიტბორა