"მინდა, ყველას მოვუწოდო" - ლევან რატიანის მიმართვა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ქვეყანაში შექმნილ რთულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მისი თქმით, ვაქცინაციის პარალელურად, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი რეგულაციები დაიცვას.
"მინდა, ყველას მოვუწოდო, ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, არა როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, არამედ, როგორც რიგითმა, ყოველდღიურად კოვიდპაციენტებთან მომუშავე ექიმმა - ძალიან ძნელია კოვიდთან ბრძოლა, განსაკუთრებით დღეს, თოთოეული ექიმისთვის. დამეთანხმება საქართველოს მედპერსონალი, რომ წელიწადი და 7 თვე ნებისმიერი ექიმი, ექთანი, სანიტარი თუ ადმინისტრაცია, მუხლჩაუხრელად იბრძვის, მაგრამ სამწუხაროდ, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესით იზრდება, ჩვენც ვერ დავეწევით პაციენტის მოვლას. ამიტომ, ყველას მოვალეობაა, ერთად გადავარჩინოთ ერთმანეთის სიცოცხლე.
მთავარია უნდა გადავრჩეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე უნდა დავიცვათ, რაც არ უნდა დაგვიჯდეს. მინდა ჩვენ მოსახლეობას მოვუწოდო, მიუხედავად მასობრივი ვაქცინაციისა, უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რაც პირველ პერიოდში იყო ჯანმოს მიერ მოწოდებული. რაც არის დისტანცია, პირბადე და პირადი ჰიგიენა", - განაცხადა ლევან რატიანმა "ტვ პირველის" ეთერში.
სიახლეები
- ბანერები წარწერით „იამაყე შენი ქვეყნით!“, „იამაყე ქართველობით!“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს
- "საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები ვისთან შეიკრიბებიან, როგორ და რანაირად" - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
- ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა
- "ეკონომიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში მაისის ბოლოს" – ნათია თურნავა