ამ პრეპარატს აქვს არაჩვეულებრივად კარგი შედეგი - მარინა ენდელაძე
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, იმ კოვიდპაციენტებში, რომელთა მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, შესაბამისად მკურნალობის პერიოდი არც ახალი შტამის პირობებში ხანგრძლივდება.
მისივე განმარტებით, თუ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მედიკოსები საკმურნალოდ პრეპარატ რემდესივირს იყენებენ. ენდელაძის მტკიცებით პრეპარატს კარგი შედეგი აქვს.
“მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გახანგრძლივებულია მკურნალობის პერიოდი, თუ კი მძიმე არ არის. თუ კი მძიმეა და არის ჩვენება პირველ დღეებში, ვიყენებთ მედიკამენტ რემდესივირს, მიუხედავად ჩვენი ოპონენტების პოზიციისა, და აქვს არაჩვეულებრივად კარგი შედეგი.
პაციენტების დაყოვნება, რომლებთანაც ეს მედიკამენტები გამოვიყენეთ, თითქმის, შემიძლია გითხრათ, რომ 95-98%-ში აღარ ყოფილა საჭირო, როგორც კი დამთავრდება ამ მედიკამენტის გადასხმა, მეორე დღიდან თავს კარგად გრძნობენ.
ოღონდ არ მინდა ეს ვინმემ გაიგოს, რომ ყველა პაციენტზე შეიძლება დაინიშნოს და ყოველთვის. ამას აქვს თავისი ჩვენება და თავისი ყველაზე პირველი ჩვენება, გარდა სხვა ლაბორატორიული მონაცემებისა, არის ასევე ხანგრძლივობა, ეს მაქსიმუმ ინიშნება 10 დღემდე და სასურველია უფრო პირველ დღეებში,” – განმარტავს მარინა ენდელაძე.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
