November 23, 2024

ახლა მე ვიტყვი იმას, რაზეც არავინ საუბრობს - გიორგი ფხაკაძე

ახლა მე ვიტყვი იმას, რაზეც არავინ საუბრობს - ვირუსის ძლიერი აფეთქება მოდის.

პიკამდე არ მივსულვართ, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საუბრობს.

 

ფხაკაძის თქმით, საქმე იმაზე რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

 

"მაპატიეთ, კარგი ამბები არ მაქვს. საქართველოში უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე გარედან ჩანს. ახლახან შემოღებული შეზღუდვები მორიგი ფარსია. ამაოდ მეგონა, საღი აზრი გაიმარჯვებდა, დღეს ჩატარებული მასობრივი ღონისძიებები ადასტურებს, რომ პანდემიის დროს არჩევნები არის ყველაზე დიდი დანაშაული. არჩევნები კლავს!

 

მე არ ვარ დემოკრატიის და არჩევნების არსის წინააღმდეგი, მაგრამ ახლა რაც საქართველოში ხდება, დანაშაულია და ეს არჩევნები არის გენოციდი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

 

ბევრი პოლიტიკური პარტია აწყობილია საარჩევნო ციკლზე და მეტი არაფერი აინტერესებთ, საკუთარი მერკანტილური მიზნებით მოქმედებენ. არა აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია. პატარა საქართველოში 50 საარჩევნო სუბიექტია. რა საჭიროა?! ყველას პირველობა უნდა და ეს არის ის, რაც გვღუპავს.

 

დაახლოებით თვენახევრის წინ გაფრთხილებდით, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში 50-ზე მეტი გარდაცვლილი და 5 000-ზე მეტი ინფიცირებული იქნებოდა, არავინ გაითვალისწინა – არც პოზიციამ, არც ოპოზიციამ, არც ექსპერტებმა, არც ბიზნესებმა, არც მოსახლეობამ. იმიტომ გეუბნებოდით, რომ მომზადებულიყავით.

 

ახლა შემოღებული ვითომ შეზღუდვები აბსურდია, თეატრია. დღეს ტელევიზიებს ვუყურე, გადავირიე. წინასაარჩევნოდ აკეთებენ მასობრივ შეკრებებს, რაც არ შეიძლება მარტივი მიზეზის გამო, ვუხანურ ვირუსთან შედარებით დელტა შტამი 1 260-ჯერ უფრო ძლიერია (ანტისხეულების თვლსაზრისით). ეს ნიშნავს, რომ ვუხანური ვირუსი გარშემო 1-2 ადამიანს თუ აინფიცირებდა, დელტა შტამი იმავე პერიმეტრზე – 6-7-ს.

 

სახელმწიფოს მე უკვე ვერ ვაძლევ რეკომენდაციებს, რადგანაც არაადეკვატურები არიან. ისე აქვთ ტვინი გადატრიალებული არჩევნების გამო, რომ მთელ ქვეყანას წირავენ. არჩევნები როგორ უნდა მოიგოთ, ამაზე გიფიქრიათ? რეანიმაციაში რომ ადგილები არ იქნება, სექტემბრის 1-2 კვირაში სიკვდილიანობა და ინფიცირება პიკზე ავა. ამ რეალობაში არანაირი პიარი არ გიშველით. ვინ მოგივათ არჩევნებზე? მიცვალებულების არჩევნებს აკეთებთ? კი არ გეხუმრებით, დაფიქრდით!

 

ცუდ რამეს ვიტყვი, მაგრამ სიმართლეს – ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც ახლა საარჩევნო პროცესში იღებს მონაწილეობას, არიან საქართველოს გენოციდში მონაწილეები!

 

რამდენჯერ ვთქვა?! – ქვეყანაში აცრა 12 წლიდან უნდა იყოს! სკოლა უნდა გადაიდოს 1-ელ ნოემბრამდე, გადადით ონლაინ სწავლებაზე, ამისთვის მოემზადეთ, სკოლის მთელი პერსონალი, ყველა სამედიცინო დაწესებულების, ყველა სააფთიაქო ქსელის ყველა თანამშრომელი უნდა იყოს აცრილი! უნდა გაკეთდეს შესაბამისი ბრძანებები.

 

მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე ლაივების შეწყვეტა – ქვეყანაში საარჩევნო კამპანიაა და არ მინდა, ჩემი ლაივები რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ან საწინააღმეგოდ იქნას გამოყენებული. მე ვარ აპოლიტიკური ადამიანი და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერ მხარს, იმიტომ, რომ ვერავინ დავინახე ისეთი, რომლებზეც ვიტყოდი, მაგრები არიან და მოდი, საქმე ერთად ვაკეთოთ-მეთქი.

 

ძალიან გთხოვთ, ნუ მწერთ, ჩამოდი საქართველოში და საქმე გააკეთეო, ჯერ ერთი, არავინ დამპატიჟა, არც ერთი კონკრეტული წინადადება არ მიმიღია, ვინმეს რომ ჩემი ჩართულობა სჭირდებოდეს, ამის გზა ყოველთვის არსებობს, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს, მხოლოდ „მაშავებენ“ ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან. ტელევიზიებს ყოველთვის მივცემ კომენტარს, ლაივებს აღარ ჩავწერ.

 

ათიათასობით ადამიანმა გამომიგზავნა წერილები და სურათები, თქვენ დაგიჯერეთ და ავიცერითო. ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე არის უფრო უსაფრთხო. ეს არის ის, რაც მე მამოძრავებდა. სხვა არაფერი მაინტერესებს, ზოგიერთებისგან განსხვავებით. ჯანმრთელობას გისურვებთ!", - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

წაკითხვა 376 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 16 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.