"საწოლების რაოდენობა საკმარისია, სუნთქვის აპარატებიც მეტობით არის" - ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში საწოლების, ჯანგბადის აპარატებისა და მედიკამენტების საკმარისი ოდენობაა.
"ამოეწურათ ოპონენტებს ყველა ჩივილის საშუალება. საწოლფონდიც საკმარისია, სუნთქვის აპარატებიც მეტობით არის, 750 სუნთქვის აპარატია მობილიზებული მარტო კოვიდისთვის და მათგან გამოყენებულია 350, ანუ ნახევარი. მედიკამენტის დეფიციტი არ ყოფილა. ჟანგბადის დეფიციტი არ ყოფილა, მაშინ როდესაც წამყვან ქვეყნებში უჟანგბადობით იხრჩობოდნენ პაციენტები. არაფრის ნაკლებობა არ ყოფილა. მიუხედავად უკიდურესად დაძაბული სიტუაციისა, ჩვენ პესიმიზმს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეცეთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, პირიქით, უნდა გამოვიჩინოთ არნახული სოლიდარობა, უნდა დავირაზმოთ ვაქცინაციისთვის და რეგულაციების შესრულებისთვის. ეს ყველაფერი გადაივლის. ჩემი აზრით, ორ კვირაში უკვე შედეგს მოგვცემს რეგულაციების შესრულებაზე გამკაცრება და ცოტა უკვე გვიან ვაქცინაციაც მოგვცემს თავის შედეგს", – განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც ცერცვაძემ განმარტა, საველე ჰოსპიტლები რეზერვისთვის იხსნება.
"საველე ჰოსპიტალები იხსნება რეზერვისთვის. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მატება და კიდევ გეუბნებით, ჩვენმა ჯანდაცვამ დაამყარა მდგრადობის და პაციენტების მომსახურების ეფექტიანობის მსოფლიო რეკორდი. ვისაც უნდა შემეკამათოს, მაგრამ ეს არ არის უსაზღვრო. შეიძლება, დადგეს მომენტი, როდესაც ჯანდაცვის სექტორის რესურსი ამოიწურება. დღეს უკვე შვიდი ათასი ჰოსპიტალიზებულია და საწოლფონდი ყველა რესურსის მობილიზაციის შემდეგ არის რვა ათასი, ეს არის უზარმაზარი საწოლფონდი საქართველოსნაირი პატარა ქვეყნებისთვის, სხვა ქვეყნები ამის მიახლოებულ მობილიზაციას ვერ აკეთებენ. ყველაფერს აქვს საზღვარი. რომ გაგრძელდეს კიდევ ორი კვირა, იმედი მაქვს, რომ არ გაგრძელდება, მაგრამ მაშინ ჩვენი ჯანდაცვაც კი ვერ გაუძლებს. ამიტომ, წინსწრებით იქნა მიღებული პრევენციული ზომები და იხსნება საველე ჰოსპიტალები", – განაცხადა ცერცვაძემ.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი