"რაც მალე შევქმნით იმუნიტეტს, მით მეტად ვიქნებით დაცულები" - გამყრელიძე
აგვისტოში სერიოზულად გაზრდილია აცრების რაოდენობა, ივლისთან შედარებით სამჯერ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 80-90 ათას აცრაზე, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გავტეხავთ წელში.
"დღიური მაჩვენებელი დღეს გვაქვს 22 000, ოდნავ მეტი აგვისტოში და ბოლო ერთ კვირაში გვაქვს 24 000-ზე მეტი, რაც ბევრად მეტია, ვიდრე წინა თვეებში იყო. რაც მალე შევქმნით იმუნიტეტს, მით მეტად ვიქნებით დაცულები. აგვისტოში ჩვენ ველოდებით, რომ საერთო აცრათა რაოდენობა გვექნება 60 0000-65 0000. სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 80 0000-90 0000 და რა თქმა უნდა უკეთესი იქნება მილიონი აცრა, ოქტომბერშიც დაახლოებით ამდენი, დარწმუნებული იყავით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გავტეხავთ წელში და დავასტაბილიზირებთ ისე რომ, შემდგომ თანდათან გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, მხედველობაში მაქვს მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა. ეს გარკვეულად იქნება იმის წინაპირობა რომ ახალ წელს ქვეყანა შედარებით მშვიდად შეხვდეს", - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 სექტემბრისათვის
- გერმანიაში, მამაკაცს, რომელიც გასულ წელს ფესტივალზე დანით თავს დაესხა მოქალაქეებს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
- “პოლონეთი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ღია კონფლიქტთან ყველაზე ახლოსაა” – ტუსკი
- სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- “არჩევნებში მონაწილეობა ჩემ წინააღმდეგ აღვირახსნილმა ბულინგმა მაიძულა, ამიტომ დავთანხმდი ქუთაისის მერის არჩევნებში ჩართვას” - პაატა ზაქარეიშვილი