"სიკვდილიანობის მაღალი ციფრები განპირობებულია შემთხვევათა რაოდენობით" - გამყრელიძე
ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ რთული და მძიმეა. ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი მერყეობს 4000-5000 ფარგლებში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეებია, სტაბილიზაციის ძალიან პატარა ნიშნები შეიმჩნევა, დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 4000 ჩამოსცდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მოგეხსენებათ, შაბათს და კვირას გარკვეულად იკლებს ხოლმე რაოდენობა.
"ვნახოთ, უნდა დავაკვირდეთ მომავალი ორი კვირის განმავლობაში, თუ ეს სტაბილიზაცია გაგრძელდა, მაშინ ნიშნავს, რომ თანდათან გადავდივართ პიკს. სიკვდილიანობის მაღალი ციფრები პირველ რიგში განპირობებულია შემთხვევათა რაოდენობით. რაც მეტია შემთხვევათა რაოდენობა, დაახლოებით 1-1.5% სიკვდილიანობაა. ამავე დროს, ეპიდვითარების დასტაბილიზირება იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ დავიცავთ უკლებლივ ყველა რეკომენდაციებს და რეგულაციებს უმკაცრესად. ეს ნიშნავს, რომ ვატარებთ პირბადეს შინ და გარეთ, ანუ დახურულ და ღია სივრცეებში. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ეს მაინც ირღვევა, გარე სივრცეებშიც არ ატარებენ პირბადეს. მას შემდეგ რაც, ყველა დავიცავთ დისტანციას და ორგანიზებას არ გავუწევთ დიდ წვეულებებს, შეხვედრებს, წავალთ და ყველა ავიცრებით. ყველა უნდა ვეცადოთ, ეს რეკომენდაციები დაცული იყოს, რათა არ დაგვჭირდეს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება", - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
