"ეს არის ნამდვილად უმაგრესი ამბავი" - გიორგი ფხაკაძე მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ წერს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიოგრი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კომპანია "მოდერნამ" ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო.
ფხაკაძის შეფასებით, ეს უდიდესი ამბავია.
"ეს პოსტი არ ეხება კოვიდ-19 ვაქცინას![]()
მოდერნამ დაიწყო ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა![]()
ეს არის ნამდვილად უმაგრესი ამბავი.
უდიდესი ამბავია, ბევრი კიდევ ვერ ხვდება, თუ რა ხდება დღეს მეცნიერებაში
კოვიდ-19 პანდემიამ ბევრი უბედურება მოუტანა კაცობრიობას, მაგრამ ასევე უდიდესი პროგრესი იქნა მიღწეული. ეს არის პოზიტიური პირველი მერცხალი …. და უფრო ბევრი საინტერესო რამ იქნება ახლო მომავალში. მე ვგულისხმობ თვეებს და წლებს და არა ათწლეულებს.
მეცნიერება, პროგრესი და საღი აზრი სულ ყოველთვის იმარჯვებს" - წერს ფხაკაძე.
სიახლეები
- თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
- გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს
- "რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრია არავის დედამიწაზე" - გიორგი გამსახურდია ელისო კილაძეზე
- კარბონარა
- იმერეთსა და სხვა რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
