"ასეთი მძიმე ვითარება საქართველოს პანდემიის დაწყებიდან დღემდე არ ჰქონია" - ივანე ჩხაიძე
ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარება რჩება.
ასეთი ცუდი და მძიმე ვითარება საქართველოს არ ჰქონია კორანავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, თუ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდება, სექტემბერში ვითარება ნაკლებად მძიმე იქნება
„როდესაც ვსაუბრობთ დელტა ვარიანტზე, ორი განსაკუთრებული თვისება უნდა აღვნიშნოთ, უფრო მეტი გადამდებობა და მძიმე მიმდინარეობა. ეს განაპირობებს სხვა მუტაციებთან შედარებით სტაციონარებში მიმართვიანობის მეტ სიხშირეს. დისტანცირება, ხელების ხშირად დაბანა, თავყრილობების კატეგორიული აკრძალვა. თუ ბევრი ადამიანი მივა ვაქცინაციის კაბინეტებში, სექტემბერი გაცილებით ნაკლებად მძიმე იქნება. აგვისტოს ზეგავლენა მართლაც კატასტროფულია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის
- “როგორ არის ფრანგულად ქაჯუნ? სე ლა ვი!” - გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს
- ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო
- დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა
- “ღაზას ომი ისრაელის იმიჯს მთელ მსოფლიოში აზიანებს” – მაკრონი