არავაქცინირებული პირები საავადმყოფოში 29-ჯერ უფრო ხშირად ხვდებიან - კვლევა აშშ-ში
ამერიკული კვლევების თანახმად, არავაქცინირებული ადამიანები COVID-19-ით საავადმყოფოში დაახლოებით 29-ჯერ უფრო ხშირად ხვდებიან.
ინფორმაციას ამის შესახებ CNBC აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევამ ასევე დაადგინა, რომ აუცრელი ადამიანები კორონავირუსით ხუთჯერ უფრო ხშირად ინფიცირდებიან, ვიდრე ვაქცინირებულები. შედეგები ემყარება კვლევას, რომელი ლოს-ანჯელესის ოლქში 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით ჩატარდა.
გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ "დელტა" შტამის გავრცელების ფონზე, ვაქცინები COVID-19-ის მძიმე ფორმით მიმდინარეობისგან იცავენ.
CDC–ის მონაცემებით, კორონავირუსზე ამ დროისთვის აშშ-ის მთელი მოსახლეობის 51.5% სრულად არის აცრილი.
სიახლეები
- თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
- გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს
- "რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრია არავის დედამიწაზე" - გიორგი გამსახურდია ელისო კილაძეზე
- კარბონარა
- იმერეთსა და სხვა რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
