ეპიდსიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა - ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ დიღმის საველე ჰოსპიტალი დაიხურა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში კლინიკური სექტორზე წნეხი შედარებით შემცირდა, თუმცა ეს შემცირება ჯერჯერობით უმნიშვნელოა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ეპიდსიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა ქვეყანაში. შემცირდა ახლად ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა, შემცირდა აქტიური კოვიდავადმყოფების რაოდენობა და შესაბამისად შემცირდა წნეხი კლინიკურ სექტორზე, თუმცა ეს ჯერ უმნიშვნელო შემცირებაა. მაინც უზარმაზარი წნეხია.
საველე ჰოსპიტლების დანიშნულება სწორედ ის არის, რომ ისინი ერთგვარი სარეზერვო ფონდია. თუ კლინიკაში მობილიზებული საწოლები საკმარისია სტაციონარული დახმარების საჭიროების მქონე პაციენტების მისაღებად, მაშინ, ბუნებრივია, საველე ჰოსპიტლები განიტვირთება. ის იტვირთება მხოლოდ მაშინ, როცა ამოიწურება კლინიკების საწოლფონდის შესაძლებლობები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
