"შესაძლებელია, დღეს გამოვლენილი 15 ათასი შემთხვევის გარდა, კიდევ ერთი ამდენი ინფიცირებული იყოს"
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლებელია, დღეს გამოვლენილი 15 ათასი შემთხვევის გარდა, კიდევ ერთი ამდენი ინფიცირებული იყოს, რომლებთანაც ვირუსი მსუბუქად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პირი ვერ ამჩნევს.
„ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელი პროცენტი „ომიკრონის“ შემთხვევაში ძალიან დაბალია - 1% ან 2%. ჩვენ დღეს დაახლოებით, 5%-იან ჰოსპიტალიზაციაზე ვართ და საწოლფონდის 45% თავისუფალია. ჩვენ ვიყენებთ ჯანდაცვის გაზომვების პროგნოზებს. დღეს გამოვლენილი 15 ათასი შემთხვევიდან შესაძლებელია კიდევ ერთი ამდენი ისედაც იყოს, რომელიც მსუბუქად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პირი ამას ვერც ამჩნევს. რთული სათქმელია - შესაძლებელია იყოს მატება, შესაძლებელია დავრჩეთ 15 ათასზე, შეიძლება იყოს უფრო მეტიც. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ მიმდინარე ეტაპზე არა მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორზე ვისაუბროთ. მთავარია ვისაუბროთ ბინაზე და პაციენტის მართვის შესაძლებლობებზე, რაც ქვეყანას ამ ეტაპზე საკმაოდ კარგი აქვს. კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება საკომუნიკაციო კამპანია და პაციენტებთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თავად ბინაზე დარჩენის შემთხვევაში და მათი მდგომარეობა არ საჭიროებს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას“, - განაცხადა გაბუნიამ.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
