კორონავირუსით ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა - ეპიდ- ვითარება საქართველოში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 64 412 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 397 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.5%.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 64 412 კვლევა ტესტით, მათ შორის 41 613 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 799 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 066 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 127 234.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 17.88% ხოლო 7 დღის მანძილზე - 22.10%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 397 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 986 928.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 870 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 256 შემთხვევა, აჭარა - 1 523, იმერეთი - 2 219, ქვემო ქართლი - 780, შიდა ქართლი - 775, გურია - 240, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 865, კახეთი -683, მცხეთა-მთიანეთი - 289, სამცხე-ჯავახეთი - 388, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 48.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 125 410 საიდანაც: 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 048, აჭარაში - 686, იმერეთში - 1 039. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 992 პირი, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 127, იმერეთში - 275. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 49, იმერეთში - 27. 2 143 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 233 - თბილისში, 661 - აჭარაში. 118 373 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 27 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
