რატომ გაუქმდა "მწვანე პასპორტები" - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, განმარტავს "მწვანე პასპორტების" გაუქმების მიზეზებს.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, "მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის მოხსნა არ ნიშნავს რომ რეგულაციები, რაც დაწესებულია ან ვაქცინაციის კამპანია უნდა შესუსტდეს.

 

"ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილება არის ის, რომ სავალდებულო ხასიათი ქვეყნის შიგნით „მწვანე პასპორტს“ ამ ეტაპზე არ ჰქონდეს. „მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინფექციის გადატანის სტატუსზე, რეიფნიცირება „ომიკრონის“ პირობებში მაღალია. ამდენად, ეს არ იცავს, არ არის გარანტია იმისთვის, რომ პირი იქნება უსაფრთხო, თუ ის შევა რომელიმე ბიზნეს გარემოში, რაც „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით გამოვიყენეთ. ასევე, ვაქცინაციის ნაწილში, ვაქცინაციის შემთხვევაში, ვაქცინაციაც ვიცით, რომ არის დაცვა, მაგრამ ეს არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან, დაცვა არის უფრო მეტად ჰოსპიტალიზაციისა და გართულებებისთვის. „ომიკრონის“ შემთხვევაში ესეც არის მნიშვნელოვანი, ამდენად ყველაზე ძლიერი ფაქტორი არის ყოველდღიურად პსრ ტესტირება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად ჩვენ რეალურად რომ ვთქვათ, პირი არის ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო, ეს არის ახალჩატარებული ტესტი, პსრ და ანტიგენ ტესტი. ამრიგად ამ ტექნიკური ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩაითვალა რომ „მწვანე პასპროტის“ სავადებულო მოთხოვნა მოიხსნას, მაგრამ არ ნიშნავს, რეგულაციები რაც დაწესებულია ან ვაქცინაციის კამპანია რამენაირად უნდა შესუსტეს, რადგან ვაქცინა რჩება ერთ-ერთი მთავარი დაცვა. ბევრმა ქვეყანამ შეცვალა „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნები, დაამატა „ბუსტერ“ დოზის მოთხოვნა, პსრ ტესტირებაზე მეტი აქცენტი. იმ ფორმით, რა ფორმითაც გვაქვს „მწვანე პასპორტი“, ინფიცირების მაღალი რისკის პირობებში არ ქმნის სრულ გარანტიას. აქედან გამომდინარე, ტექნიკური საფუძვლები იმისთვის, რომ „მწვანე პასპორტმა“ ეპიდემიოლოგიური სურათი შეცვალოს, არაა. მეორე მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება. ეს ეფექტი დღეს ნაკლებად აღინიშნება. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, სავალდებულო „მწვანე პასპორტი“ იხსნება, თუმცა, ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად გაგრძელდება,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაკითხვა 368 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 01 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.