ყველანი აცრებზე - ამირან გამყრელიძე 2022 წლის იმუნიზაციის გეგმაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის დღევანდელ საბჭოზე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის ახალი გეგმა განიხილეს - მისი თქმით, 2022 წლის გეგმის თანახმად განსაზღვრულია, რომ ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა იყოს ვაქცინირებული.
"ამ გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას ივლისამდე - პირველ ექვს თვეში, თუ გვინდა, რომ ჩვენ ომიკრონის ტალღა შევაჩეროთ, შევაკაოთ და შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ პანდემიიდან. ყველა თანხმდება, რომ პანდემიის და ეპიდემიის დასრულების მთავარი გზა გადის საყოველთაო იმუნიზაციაზე", - თქვა გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის,3 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში სრულად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 42,6%.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
