"ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბული, მაგრამ სრულად მართვადია"
როგორც გამყრელიძე ამბობს, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკშია.
„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბული, მაგრამ სრულად მართვადია. ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. დღევანელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა პიკშია. რამდენი ხანი გახანგრძლივდება, ჩვენზე ბევრად არის დამოკიდებული. თუ ავარიდებთ თავს დიდ თავშეყრებს, სადაც სუფრებია და გავიკეთებთ ბუსტერს, ამით ჩვენ შევძლებთ, რომ ნაკლები დაზიანებით გავიაროთ კორონავირუსის მეექვსე ტალღა. აქტიური შემთხვევებიდან ზეწოლა უფრო მეტად მოდის ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან შექმნილ ვითარებაში აცრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზაზე.
„სამწუხაროდ, აცრების მაჩვენებელი არ არის მაღალი. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, დღევანდელ ვითარებაში მთავარი მოწოდება არის ბუსტერი. ბუსტერიზებული დღეს არის 180 000-მდე ადამიანი, მეტი არა. ყველა კვლევა მიუთითებს, რომ ბუსტერი დღეს „ომიკრონს“ სერიოზულად აკავებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა პირბადე ატარონ. „აქცენტი უნდა იყოს რეგულაციების დაცვასა და ბუსტერზე. პირბადის ტარების მაჩვენებელი 75 პროცენტზეა, რაც საკმარისი არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაახლოებით 95 პროცენტში ცირკულირებს „ომიკრონი“.
მისივე თქმით, „ომიკრონიდან“ „ომიკრონით“ რეინფიცირების შემთხვევები ლაბორატორიულად ჯერ დადასტურებული არ არის.
„დღეს ვანგარიშობთ, რომ დაახლოებით 95 პროცენტში ცირკულირებს „ომიკრონი“. „ომიკრონიდან“ „ომიკრონის“რეინფიცირების შემთხვევები ჯერ ჩვენთან არ დაფიქსირებულა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ იყოს. ლაბორატორიულად არ დაგვიდასტურებია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"