კორონავირუსით ინფიცირების 865 ახალი შემთხვევა - ეპიდ-ვითარება საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 7 733 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 865 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 820  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  11.19%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 733 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 281 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 452 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 865 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 629 930-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 18.43% ხოლო 7 დღის მანძილზე - 15.55%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 820 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 570 884-მდე.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 456 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 865 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა - 24, იმერეთი - 115, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 46, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 35, კახეთი - 57, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 564 საიდანაც, 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 858, აჭარაში - 160, იმერეთში - 393. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 580 პირი, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 71, იმერეთში - 96. 40 519 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

წაკითხვა 398 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 09 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.