საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 614 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 330 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 053 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 643 295-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.19% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.78%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 067 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 601 578-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 678 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 447 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 143, ქვემო ქართლი - 37, შიდა ქართლი - 65, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 99, კახეთი - 76, მცხეთა-მთიანეთი - 28, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 013 საიდანაც, 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 388, აჭარაში - 55, იმერეთში - 177. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 208 პირი, მათ შორის, თბილისში - 119, აჭარაში - 28, იმერეთში - 33. 24 247 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
სიახლეები
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"