ეპიდ - ვითარება საქართველოში 20 აპრილის დილის მონაცემებით
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 385 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 232 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 117 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.14%.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 385 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 652 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 733 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 232 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 692-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.32% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.20%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 117 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 591-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 232 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარა - 13, იმერეთი - 39, ქვემო ქართლი - 7, შიდა ქართლი - 14, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 11, კახეთი - 9, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 281 საიდანაც, 337 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 189, აჭარაში - 13, იმერეთში - 81. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პირი, მათ შორის, თბილისში - 47, აჭარაში - 7, იმერეთში - 6. 1 944 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის