ეპიდ - ვითარება საქართველოში 26 აპრილის დილის მონაცემებით
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 4 576 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 62 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 104 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.35%.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 576 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 245 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 331 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 62 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 375-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.35%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.13% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.05%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 104 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 108-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 800 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 62 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 27 შემთხვევა, აჭარა - 2, იმერეთი - 13, ქვემო ქართლი - 2, შიდა ქართლი - 1, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 441 საიდანაც, 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 192, აჭარაში - 11, იმერეთში - 76. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 74 პირი, მათ შორის, თბილისში - 49, აჭარაში - 5, იმერეთში - 9. 1 108 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
სიახლეები
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"