კორონავირუსით ინფიცირების 290 ახალი შემთხვევა - ეპიდ-ვითარება საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 676 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 290 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 80  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.18%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 676 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 687 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 989 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 290 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 654 665.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.14% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.06%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 80 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 188.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 802 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 290 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 143 შემთხვევა, აჭარა - 4, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 13, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 649 საიდანაც, 307 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 164, აჭარაში - 11, იმერეთში - 74. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პირი, მათ შორის, თბილისში - 46, აჭარაში - 5, იმერეთში - 9. 1 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

წაკითხვა 367 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 27 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.