კორონავირუსით ინფიცირების 51 ახალი შემთხვევა - ეპიდ-ვითარება საქართველოში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 4 638 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 51 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 95 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.1%.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 638 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 223 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 415 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 51 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 655 221-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.1%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 0.99% ხოლო 7 დღის მანძილზე - 0.84%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 293-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 811 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 51 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 36 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 3, ქვემო ქართლი - 0, შიდა ქართლი - 2, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 0, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 091 საიდანაც, 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 165, აჭარაში - 9, იმერეთში - 72. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 67 პირი, მათ შორის, თბილისში - 45, აჭარაში - 5, იმერეთში - 7. 805 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
სიახლეები
- როგორ ავიცილოთ ყველაზე ცუდი სცენარი
- "ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი მოქალაქე, რომელსაც აქვს პროტესტის განცდა, ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ"
- "საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად, ასევე იყო „ვარდების რევოლუციის“ დროსაც" - მიხეილ სააკაშვილი
- "მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება" - ირაკლი კობახიძე
- "დღეს ჩვენი დღის წესრიგი უნდა ავაგოთ მხოლოდ რეალისტურ, პრაგმატულ, დადებითი დღის წესრიგით სავსე პოლიტიკაზე" - ირაკლი შენგელია