"მაიმუნის ყვავილი“ ეპიდემიოლოგიურად ცოტა გაურკვევლობას ტოვებს და მოლოდინის წინაშე გვაყენებს"
„მაიმუნის ყვავილი“ ეპიდემიოლოგიურად ცოტა გაურკვევლობას ტოვებს და მოლოდინის წინაშე გვაყენებს - მას დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.
როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, ქვეყანას „მაიმუნის ყვავილის“ სამართავად მზაობა უნდა ჰქონდეს, ამ დროისთვის ჩვენ არც ვაქცინა გვაქვს და არც ანტივირუსული პრეპარატი.
„ჩვენ გვაქვს ინფექციები, რომელიც არ არსებობდა და გაჩნდა. მსგავისა სწორედ SARS-CoV-2, რომელმაც კორონავირუსის პანდემია გამოიწვია. არის ინფექციები, რომლებიც არსებობდნენ, უბრალოდ, გარკვეული ინტერვალით ახდენდა "აფეთქებას".
„მაიმუნის ყვავილი“ ახლად აღმოცენებული არ არის, მისი გენომური შინაარსი ცნობილია. „ყვავილის“ ვაქცინით აცრილები, დიდი ალბათობით დაცულები არიან „მაიმუნის ყვავილისგან“. დღეისთვის, არსებობს 2 ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის და წამლისა და სურსათის სააგენტოს მიერ ნებადართულია. ისინი ყვავილის წინააღმდეგ გამოიყენება, მათ ანალოგიური დაცულობის და განკურნების მექანიზმი აქვთ „მაიმუნის ყვავილზე“. როდესაც არის ორი პრეპარატი და ვაქცინა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.
„მაიმუნის ყვავილს“ ორი შტამი აქვს ცენტრალური და დასავლეთ აფრიკული, ეს ენდემური დაავადებაა, თუმცა, საინტერესოა, რომ არაენდემურ არეებში გავრცელდა, კერძოდ, 20-ზე მეტ ქვეყანაში. შემთხვევები ძირითადად არის მამაკაცებში, კანთან ახლო კონტაქტით აღმოცენებული, ცხოველებთან ან აფრიკაში მოგზაურობის ისტორია არცერთ მათგანს არ აქვს.
„მაიმუნის ყვავილი“ ეპიდემიოლოგიურად ცოტა გაურკვევლობას ტოვებს და მოლოდინის წინაშე გვაყენებს. ადამიანებთან, აუცილებელია 3 საათზე მეტი 2-მეტრიანი კონტაქტი, რომ დავინფიცირდეთ. ეს არ არის ინფექცია, რომელიც დაცემინებით გავრცელდება, მას დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია. ქვეყანას ამ მიმართულებით მზაობა უნდა ჰქონდეს, არც ვაქცინა გვაქვს და არც ანტივირუსული პრეპარატი. დარწმუნებული ვარ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს განაცხადი აქვს გაკეთებული და მედიკამენტი ხელმისაწვდომი იქნება“, - აღნიშნავს კულუმბეგოვი.
სიახლეები
- "წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი - შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები"
- ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს
- “ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის