December 3, 2024

გახდება თუ არა აუცილებელი კოვიდრეგულაციების დაბრუნება

“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება - მედიკოსები მიზეზად ომიკრონის ახალ ქვეტიპს ასახელებენ. სპეციალისტების განცხადებით “კოვიდ -19”- ის ახალი ვარიანტი, რომელიც ახლა ცირკულირებს, კლინიკურად მსუბუქი მიმდინარეობისაა, თუმცა სახიფათოა რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისთვის. მისი მთავარი მახასიათებელი კი სწრაფი გავრცელების უნარია.

ამასთან ჯანდაცვის სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ საჭირო გახდეს გარკვეული რეგულაციების კვლავ შემოღება. 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გახდება თუ არა აუცილებელი კოვიდრეგულაციების დაბრუნება - ინფიცირების რაოდენობა დიდი სისწრაფით იზრდება.

 

“ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” ამბობს, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც მწვავდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. რაც გამოწვეულია ახალი ქვეშტამების ცირკულაციით, მისივე თქმით, შესაძლებელია კვლავ გახდეს საჭირო რეგულაციები, თუმცა, სიტუაციის დრამატულ განვითარებას არ ელის. “ეს ვირუსი არ არის მხოლოდ საქართველოში, ზოგადად მთელს მსოფლიოში გაუარესდა ეპიდსიტუაცია. განსაკუთრებით კი ევროპის რეგიონებში, რაც დაკავშირებულია ომიკრონის ახალი ქვეშტამების “ბიეი-4” -სა და “ბიეი-5”-ის ცირკულაციასთან, რომელთაც აქვთ უნარი გავრცელდნენ უფრო სწრაფად ვიდრე მათი წინამორბედები. ამასთან, შეუძლიათ აუარონ გვერდი მანამდე გადატანილი ინფექციის შედეგად ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს”, ამბობს გოგინავა, რომლის აზრით, “ამ ყველაფერს ერთვის ისიც, რომ რეგულაციები პრაქტიკულად აღარ არის საქართველოში და არანაირ რეკომენდაციას არ იცავს მოსახლეობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“აქედან გამომდინარე როგორც მსოფლიოში ისე ჩვენთანაც შეინიშნება სტატისტიკის მკვეთრი ზრდა. მე არ მგონია, რომ დრამატული გაუარესება მივიღოთ უახლოესი 2 თვის განმავლობაში, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გავატაროთ ყველანაირი პრევენციული ღონისძიება, როგორიცაა რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია და რეკომენდაციების დაცვა, მათ შორის გარკვეული შეზღუდვების შემოღებაც, პირბადის აუცილებლობა და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ სამწუხაროდ რისკები არსებობს იმ ადამიანებთან მიმართებაშიც რომლებიც ორჯერადად აცრილები არიან და გადატანილი აქვთ კოვიდი”, - მიიჩნევს გოგინავა. საყურადღებოა, რომ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის კანმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, თუმცა, მისი თქმით, დაავადება უმეტეს შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს”განაგრძობს გამოცემა.

 

“ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევები მატულობს და ეს მატება საკმაოდ მნიშვნელოვანია. გაორმაგებულია შემთხვევათა რაოდენობა, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა მსუბუქი რჩება. გარდაცვალების მაჩვენებელი, 0, 1, მაქსიმუმ 2 შემთხვევაა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად შემთხვევების მატებისა, ამ ვარიანტის ბუნებიდან გამომდინარე დაავადება არ მიმდინარეობს მძიმედ და ძირითადად არიან პაციენტები, რომელთა მართვაც შესაძლებელია ბინაზე, ან ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ივანე ჩხაიძე.

 

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება. “ბ4 და ბ5 ხასიათდებიან უფრო მაღალი ტრანსმისიით, ანუ გავრცელებით და გადადებით, მაგრამ მისი სიმძიმე არ არის უფრო მეტი. მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება. ამიტომ აუცილებელია, რომ მივმართოთ ამცრელ პუნქტებს და ავიცრათ”, განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ვინც აცრილია და “ბუსტერიც” გაკეთებული აქვს, სასურველია, რომ მეორე „ბუსტერი" გაიკეთოს”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 372 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.