როგორია ეპიდ-ვითარება საქართველოში
გასული ერთი კვირის (07.08- 14.08) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ერთი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან 12 766 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 16.58%.
წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 11 199 პირი, გარდაიცვალა რვა პაციენტი.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
