"ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს საფრთხე არ ემუქრება" - ჯანდაცვის მინისტრი
ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ცენტრი ფუნქციონირებას შეუფერხებლად გააგრძელებს, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთ-ერთ დიდი და მსხვილი დაწესებულებაა ჩვენს სისტემაში. საგრანტო პროექტების მეშვეობით გარკვეული კვლევითი საგანმანათლებლო დაფინანსება ხორციელდება,თუმცა ეს არ არის ძირითადი ფუნქციის განხორციელება ამ დაწესებულების მხრიდან.ტრენინგებისა და კვლევების განხორციელება. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დაწესებულება თავის ძირითად უფლებამოსილებას სახელმწიფოს დაფინანსების საფუძველზე ახორციელებს.
აქ საუბარია დამატებით გარკვეული ფუნქციების განხორციელებაზე. როგორიცაა კვლევითი მიმართულებების განვითარება. ეს არ ნიშნავს რომ ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ფუნქციონირებას რაიმე ფორმით შეიძლება ხელი შეეშალოს. ეს არ არის ამ მასშტაბის დაფინანსება. ჩვენ დაინტერესებული ვართ საერთაშორისო და ავტორიტეტულ კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობით. იქიდან მოპოვებული დაფინანსება დამატებით ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე დაფინანსების გარკვეული პოლიტიკური მოტივებით გაჩერება რაიმე საფრთხეს შეუქმნის ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირებას.
მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ იმ კვლევების განხორციელება, რომელიც საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი კვლევები. ამით რა თქმა უნდა ისარგებლებს ამერიკული და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული მხარე, რომელიც ამ კვლევაშია ჩართული.
ასეთ ფონზე, ასეთი ჰუმანიტარულო სფეროს შემხებლობა არავისთვის მოსალოდნელი არ უნდა ყოფილიყო. არ არის ეს ის სფერო, რომლის ინტერესებიც შეიძლება დაზიანების რისკებს დაექვემდებაროს, რაც არ უნდა ეს პოლიტიკურად საინტერესო იყოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
სიახლეები
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო