სვანეთის ყველა დამსვენებელი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება.
იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტში ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდან.
როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განმარტა, ყველა იმ ადამიანს, რომელიც სვანეთში ტურისტული მიზნებით იმყოფება მოუწევს ორკვირიანი კარანტინის გავლა. თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა სვანეთშივე გაიაროს კარანტინი, ან მოხდეს მათი ორგანიზებულად გადაყვანა შესაბამის რეგიონებში, სადაც არსებობს საკარანტინე სივრცეები.
მისივე განმარტებით, ხელისუფლება გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ტურისტებისთვის დისკომფორტი იყოს მინიმალური.
ქვრივიშვილის თქმით, ის სასტუმრო, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს, გადაკეთდება საკარანტინე ზონად. საამისაოდ ტურიზის ადნმინისტრაცია მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს სვანეთის ყველა სასტუმროს მენეჯმენტთან.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიმყოფებით პირდაპირ კონტაქტზე სასტუმროებთან, განთავსების ობიექტებთან, რომლებიც მდებარეობს სვანეთში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც სვანეთში იმყოფებიან შიდა ტურისტული მიზნებისთვის. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ადამიანებს მოიწევთ სავალდებულო კარანტინის გავლა. საწყის ეტაპზე ყველას მოვუწოდებთ, რომ დარჩნენ იმ სასტუმროებში და ადგილებში, სადაც ისინი ამ ეტაპზე განთავსებულები არიან. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის რომ ვიყოთ პირდაპირ კავშირზე ყველა სასტუმროსთან, დამსვენებლებსაც მოვუწოდებთ რომ მაქსიმალური კონტაქტი იქონიონ უშუალოდ იმ სასტუმროების მმართველ გუნდთან, სადაც ისინი იმყოფებიან“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
სიახლეები
- პროკურატურის ცნობით, დააკავეს ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომლის ბინიდანაც $1,319,300 ამოიღეს
- ბოდბელი ეპისკოპოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
- “მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?” - გიორგი ხაინდრავა
- სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტთან სროლა ტერაქტად შეაფასა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ოქტომბრისთვის