ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა ტელემარათონზე - ვიდეო

შეფასება
(0 შეფასება)

 

არჩევანი მხოლოდ ერთია, რაც რუსეთმა დაიწყო ომი, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა დავრჩეთ ცოცხლები, უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს უკრაინის სოლიდარობის საქველმოქმედო საერთაშორისო ტელემარათონის საშუალებით.

 

ეს იყო შოკი. ყოველ ღამე ხორციელდებოდა საჰაერო იერიში და თავდასხმა უკრაინაზე, ძალიან საშიში იყო. ვინ დაგვიდგება გვერდში – ეს არის უდიდესი შეკითხვა, რომელიც ისმის. ერთ დღეს ყველა გაერთიანდა, უკრაინიდან არავინ გაიქცა. უკრაინელები იბრძვიან. ჩვენ გვყავს ყველგან მტერი, ცაში, მიწაზე, წყალში, კიბერსივრცეში. ჩვენ ვიმარჯვებთ. ერთი კვირა გავიდა და ჩვენ შევწყვიტეთ უკვე რაკეტების, ბომბების თვლა. ვერ ვიჯერებდით, რომ მთელმა მსოფლიომ სიჩუმით გვიპასუხა, როცა ვითხოვდით უკრაინის ცის დაკეტვას. ქალაქები ნადგურდებოდა. ერთი თვე გავიდა, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას. ბევრი უკრაინელი შეუიარაღებელიც კი იბრძვის იმისთვის, რომ დაისადგუროს მშვიდობამ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ შეძლოს ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება, რომ იყვნენ თავისუფლები, იყვნენ მშვიდობაში და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში“,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

როგორც ტელემიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, „ერთი ადამიანის შესაჩერებლად, რომელმაც ომი დაიწყო, ყველა უნდა გაერთიანდეს“.

 

„ერთი თვის წინ, ვიდრე ომი დაიწყებოდა, ჩვენ განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობდით. ბევრი ადამიანი მაშინ ცოცხალი იყო, მაგრამ ახლა აღარ არიან. ახლა ყველა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ უნდა მოიქცე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ნაბიჯებს გადადგამს წინ და თავს დაესხმება ევროპას. მაგრამ ერთი გზა არსებობს, ყველა უნდა გავერთიანდეთ, რათა შევაჩეროთ ერთი ადამიანი, რომელმაც დაიწყო ომი.

 

ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი არჩევანი, პირველი – გადაარჩინოთ უკრაინა ამ ომში, დაისადგუროს მშვიდობამ და თავისუფლებამ მთელ მსოფლიოში, რუსეთი ებრძვის თავისუფლებას; მეორე – მიეცით შეიარაღება უკრაინას, ტანკები და სხვადასხვა აღჭურვილობები; მესამე – დააწესეთ მეტი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, რუსული ბანკების წინააღმდეგ, რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ; მეოთხე – მოდით, ვიყოთ ადამიანურები, ჰუმანურები და დავეხმაროთ ლტოლვილებს, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან თავიანთ ქალაქებში; მეხუთე – თუ შეიძლება გადაარჩინეთ უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც დატყვევებულები არიან ქალაქებში და ვერ გადიან ქალაქებიდან. ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია. რუსული ტანკები უნდა გავიდნენ უკრაინიდან. ჩვენ აღვადგენთ უკრაინას და უკრაინა გახდება ევროპული ოჯახის წევრი, თავისუფლება ვერასდროს მოკვდება, შეახსენეთ ერთ ადამიანს, რომელი ზის კრემლში, მშვიდობა არის ერთადერთი გზა! დიდება უკრაინას“,- აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

წაკითხვა 692 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 27 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.