საქართველოში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 60 680 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 45 042 გამოჯანმრთელდა, 499 კი გარდაიცვალა.
სტაციონარში მეთვალყურეობას 4 780 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 2 879 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
სიახლეები
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით
- 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- "სასურველია, რომ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობამ და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს"
- პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
