რეაბილიტაცია Covid-19-ის ფონზე გადატანილი პნევმონიის შემდეგ
მძიმე ვირუსული პნევმონიის გამო ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა საგრძნობლად იკლებს. რეაბილიტაციის მეთოდების დახმარებით შესაძლებელია ამის აღმოფხვრა და ფილტვის ქსოვილში მიმდინარე ფიბროზული გართულების მაქსიმალურად შემცირება.
ჩასუნთქვის ფონზე ხანგრძლივად შენარჩუნებული ხველისა და ქოშინის დროს სარეაბილიტაციო თერაპია მოიცავს:
1) სუნთქვით ვარჯიშებს - სუნთქვითი ვარჯიშების დახმარებით იწრთობა გულ-მკერდის კუნთები, იზრდება ფილტვის სასიცოცხლო ტევადობა. ამ მიზნით კარგია ბუშტების გაბერვა, ეს უკანასკნელი ააქტივებს ნეკნთაშუა კუნთებსა და დიაფრაგმას. ფილტვებისათვის მეტად სასარგებლო და პოზიტიური ვარჯიშია აგრეთვე მღერა, ამით ვარჯიშდება ამოსუნთქვა. სუნთქვითი ვარჯიშისათვის შესაძლებელია სამკურნალო სპირომეტრის გამოყენებაც. ის მიმართულია ჩასუნთქვის გახანგრძლივებაზე ქოშინისას.
აპარატის შეძენა შეიძლება აფთიაქში. ის პლასტმასის კოლბაა, რომელსაც შიგნით ბურთულა და მილი აქვს. ადამიანი მილის საშუალებით ჩაბერავს ჰაერს, შედეგად ბურთულას დახმარებით იქმნება წინააღმდეგობა. ასეთი წრთობით ძლიერდება სასუნთქი კუნთების ფუნქციობა, ალვეოლები უფრო ინტენსიურად ივსება ჰაერით;
2) ინჰალაციებს - მუკოლიზური ანუ ნახველის გამათხევადებელი საშუალებების ან ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენებით ინჰალაციები დადებით ეფექტს იძლევა, საუკეთესოდ ებრძვის გახანგრძლივებულ ხველას;
3) ფიზოთერაპიას – სარეაბილიტაციოდ ეფექტურია მაგნიტური ან ულტრაბგერითი თერაპია, ლაზერი, ჰიდროელექტროფორეზი, ასევე ოქსიბაროთერაპია – ჟანგბადით გაჯერების პროცედურები ბაროკამერაში მაღალი წნევის ქვეშ;
4) ანტიოქსიდანტურ თერაპიას - ანუ ვიტამინების, კონკრეტულად A, D და E ვიტამინების მიღებას, დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის ჩართვას საკვებ რაციონში;
5) მთაში ან ზღვაზე დასვენებას – პნევმონიაგადატანილებისათვის სასარგებლოა მთაში ან ზღვაზე დასვენება. ფეხით სიარული მთაში ან კიდევ ცურვა ზღვაში ავარჯიშებს სასუნთქ კუნთებს. მთის ჰაერი გაჯერებულია უარყოფითი იონებით, ატმოსფერული წნევა მთაში რამდენადმე დაბალია, ამის გამო იქ ფილტვები უკეთ ფუნქციობს და ჟანგბადით გაჯერებას განიცდის. ზღვაზე ჰაერი 25-30 გრადუსამდე თბება, წყალში არსებული მარილი და იოდი ორთქლდება, აღნიშნული ნაწილაკები ჩასუნთქვისას საუკეთესოდ წმენდს სასუნთქ გზებს, ხელს უწყობს ნახველის გათხევადებას, აფართოვებს ბრონქებს;
სიახლეები
- ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად ბავშვი დაიღუპა
- "მარტივი და უტყუარი ტესტია, რომ უცხოეთის აგენტურისთვის რაც ცუდია, კარგია საქართველოსთვის" - მამუკა მდინარაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 აპრილისთვის
- "იმის გამო, რომ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ქვეყნის დანგრევაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია"
- "რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადასტურებს რუსეთის ყოველდღიური თავდასხმები უკრაინაზე" - ვოლოდიმერ ზელენსკი