პირველ დეკემბერს გალერეა „აკადემია+“-ში გამოფენა სახელწოდებით "WOMEN IN COLOR" გაიხსნება
პირველ დეკემბერს გალერეა „აკადემია+“-ში გამოფენა სახელწოდებით - "WOMEN IN COLOR" გაიხსნება.
გამოფენაში მონაწილეობას ახალგაზრდა ხელოვანები – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის, მაგისტრატურის სტუდენტები იღებენ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხვადასხვა ფორმატში შესრულებული ნამუშევრები - ფერწერა, ხატვა, ქანდაკება და შერეული მასალა.
ხელოვანებისთვის ამ თემის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს, ის სფეროა, სადაც პრობლემა გარედან არ ჩანს და პროცესები უფრო დაფარულია.
გამოფენაში მონაწილეობენ:
თამარ თალი თოიძე
ანა ბოტკოველი
მედეა ყირიმელი
გამოფენა ეწყობა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით.
დასწრება თავისუფალია.
გამოფენის გახსნა 19:00
მისამართი: ქ.თბილისი შარდენის ქუჩა #19
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"