17 მაისს ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება
17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ეძღვნება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
13 : 00 საათიდან ( მსვლელობის დაწყებიდან დასრულებამდე), ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა შეიზღუდება ცენტრალურ მოედანზე, ფალიაშვილისა და თამარ მეფის ქუჩებზე.
შესაბამისად, შეიცვლება ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტის დადგენილი სვლაგეზები:
# 1R ავტობუსი იმოძრავებს - რუსთაველის გამზირი, ნოდარ დუმბაძის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, ხოლო ლადო ასათიანის ქუჩიდან გააგრძელებს დაგეგმილ სვლაგეზს.
# 1L ავტობუსი იმოძრავებს - ლადო ასათიანის ქუჩა, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, რუსთაველის გამზირზე გააჩერებს " ალკორიუმთან", შემდეგ გააგრძელებს დაგეგმილ სვლაგეზს.
#4, #5, #10, #19, #20 ავტობუსები რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობას გააგრძელებენ წითელი ხიდიდან, დაგეგმილი სვლაგეზით. #3 ავტობუსი, ნაცვლად წერეთლის და თამარ მეფის ქუჩებისა, იმოძრავებს ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით, შემდეგ ლადო ასათიანის ქუჩის გავლით გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, წითელი ხიდიდან რუსთაველის გამზირზე, გრიშაშვილის ქუჩაზე, ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე, ლადო ასათიანის ქუჩაზე, ჭავჭავაძის და ახალგაზრდობის გამზირებზე.
#41 ავტობუსი მობრუნდება კუპრაძის ქუჩაზე ,"ჯეო-ჰოსპიტალთან".
#133, #141 სვლაგეზები, თბილისის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებს გელათის ქუჩით.
#126 მიკროავტობუსი, აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად, მობრუნდება წითელ ხიდთან.
სიახლეები
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა
- "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია
- ევროპის დღე ქუთაისში - 24-25 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები
- "თუ 11 წელი სასწავლო პროგრამისთვის საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12" - ირაკლი კობახიძე