მარსზე შესაძლოა რქაწითელი გააშენონ - Washington Post
საქართველო ღვინის სამშობლოდ აცნობს მსოფლიოს თავს, ასე რომ ბუნებრივია, როცა ეს ქვეყანა ცდილობს დაადგინოს, რა ჯიშის ღვინო შეიძლება დალიონ ერთ დღეს მარსზე,“ – სტატიას პირველ მარსიანულ ღვინოზე და საქართველოზე „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს სათაურით “თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე”.
მარსზე მოსაშენებლად საუკეთესო ყურძნის ჯიშის დადგენას მკვლევარები 2022 წლისთვის გეგმავენ და ეს ღვინო შესაძლოა, რქაწითელი იყოს.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ქართველი მკვლევარები აქტიურად არიან ჩართული პროექტში, რომლის მიზანიც იმის დადგენაა, რომელი ყურძნის მოშენება იქნება შესაძლებელი წითელ პლანეტაზე.
„თუ ვაპირებთ, რომ ერთ დღეს მარსზე უნდა ვიცხოვროთ, საქართველოს ამაში მონაწილეობა სურს. ჩვენმა წინაპრებმა დედამიწას ღვინო აჩუქეს, იგივე შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ მარსისთვის,“ – ამბობს საქართველოს კოსმოსური კვლევუთი სააგენტოს დამფუძნებელი ნიკოლოზ დობორჯგინიძე.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ წითელი პლანეტის კლიმატს არა შავი, არამედ თეთრი ფერის ყურძენი უფრო გაუძლებს. მკვლევარების აზრით, რქაწითელის კანი მარსის მტვრის ქარიშხლებს ადვილად გაუძლებს.
Washington Post წერს, რომ პროექტში ჩართული არიან, როგორც მეწარმეები, ისე აკადემიური წრეების წარმომადგენლები. გამოცემის ცნობით, წელს პროექტის მონაწილეები აპირებენ, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში პირველი ე.წ. ვერტიკალური ბაღი გახსნან.
სტატიაში ასევე წერენ, რომ “საქართველო, რაც არ უნდა მოხდეს, კოსმოსის ნაწილი ყოველთვის იქნება”. ამ კუთხით, პუბლიკაციაში კოსმოსში გაგზავნილი “ჩაკრულოს” ისტორიაცაა მოთხრობილი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"