სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის ფათიჰის უბანში კურიერის, ყაზახეთის მოქალაქე არიფ ისმაილოვის მკვლელობის ბრალდებით თურქულმა პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა ქალაქ ედირნეში, რომელიც საბერძნეთს ესაზღვრება.

არსებული ცნობებით, დაკავებულები საზღვარგარეთ გადასვლას ცდილობდნენ. სამედიცინო შემოწმებების ჩატარების შედეგად, ედირნეს ჟანდარმერიამ ისინი სტამბოლის პოლიციას გადასცა.

წაკითხვა 161 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.