ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეა-საქართველოს ხელოვნების ფესტივალი 2022 გაიმართა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეა-საქართველოს ხელოვნების ფესტივალი 2022 გაიმართა. კორეელი ხელოვანები ფესტივალის ფარგლებში, ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოებას საკუთარ კულტურასა და თვითშემოქმედებას წარუდგენენ.

წელს კორეასა და საქართველოს ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით ფესტივალის ადგილად საქართველო კონკრეტულად კი ქუთაისი იქნა შერჩეული. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კორეელ და ქართველ პოეტთა შემოქმედებითი საღამო, ასევე ჩატარდა ერთობლივი ფოლკლორული კონცერტი.

 

ღონისძიებას იმერეთის მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

როგორც ცნობილია, რომ კორეელი ხელოვანები, ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარ კულტურასა და თვითშემოქმედებას ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში. წელს კორეასა და საქართველოს ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით კორეულმა მხარემ ფესტივალის ადგილად აირჩია საქართველო და ქვეყანაში ჩასატარებელი ღონისძიების მხარდაჭერისთვის მიმართა ტურისტულ კომპანია – „კავკაზუს ტრაველს“.

 

იმის გათვალისწინებით, რომ „კავკაზუს ტრაველსა“ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ (რექტორი პროფესორი როლანდ კოპალიანი) პარტნიორის შემოთავაზების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ერთობლივად ყოფილიყვნენ ფესტივალის ორგანიზატორები და კორეა–საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით, ასევე, კორეულ უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობების გასაფართოებლად და აწსუ–ს საიუბილეო 90-ე წლისთავთან დაკავშირებით მასპინძლობა გაეწია კორეა-საქართველოს ხელოვნების ფესტივალის ჩატარებისთვის ქ. ქუთაისში „კავკაზუს ტრაველთან“ ერთად.

 

297079740 1247790879093056 3773882434673515357 n222

 

ღონისძიების მიზანია, კორეის დელეგაციის წარმომადგენლებმა, საქართველოში კორეის საელჩოსა და კორეის ხელოვნების საბჭოსთან ერთად, შემოქმედებითი და მეცნიერული კონტაქტები დაამყარონ საქართველოს ერთ–ერთ უძველეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე, დასავლეთ საქართველოში მოღვაწე მწერლებთან, უკეთ გაეცნონ ქართულ კულტურასა და ხელოვნებას, ქართველ მსმენელს წარუდგინონ საკუთარი კულტურული მიღწევები.

 

ღონისძიების შესახებ უფრო ვრცლად FirstNews.ge - ს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე ესაუბრა:

 

„ჩვენს უნივერსიტეტში დღეს სტუმრად არიან კორეის რესპუბლიკიდან მწერლები,, შემოქმედებით დაინტერესებული პირები და ვხვდებით შესაბამისი შემადგენლობით. ღონისძიებას ესწრებიან არამარტო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები, არამედ მთელი იმერეთის დელეგაცია.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ღონისძიება დაემთხვევა საქართველოსა და კორეის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავს და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლისთავს.



ძალიან დიდი მადლობა ყველას და პირველ რიგში კორეის რესპუბლიკის საელჩოს, იმ ადამიანებს ვინც ეს ღონისძიება დაგეგმა და მოაწყო.

 

ასეთი ღონისძიებები ნამდვილად არის არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტის სახე, არამედ ქართული ნიჭის, აზრისა და მწერლობის სახე,“- განაცხად შალვა კირთაძემ.

 

ღონისძიების მნიშვნელობაზე ასევე, ისაუბრა ჩე ჩანგ გუმ.

 

„პოეტები და ხელოვნების წარმომადგენლები საქართველოში სტუმრად არიან ჩამოსულები.


ეს შეხვედრა ემსახურება სამომავლოდ კორეა საქართველოს არამხოლოდ ხელოვნების სფეროებში ურთიერთობის გაღრმავებას, არამედ იმასაც, რომ ერთმანეთთან სხვა სფეროებშიც ღრმა ურთიერთობები ავითვისოთ,“- განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჩე ჩანგ გუმ ჩვენთან საუბარში.

 

29661596

 

 

წაკითხვა 809 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 04 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.