რა საფრთხე ემუქრება ქუთაისს - ნამახვანჰესის უარყოფითი ფაქტორები
30 იანვარს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა.
სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისამდე მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს 34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.
ქუთაისის შემდეგ იტბორება მთელი კოლხეთის დაბლობი - სულ 18 მუნიციპალიტეტი და 70 დასახლებული პუნქტი. შავ ზღვას ნამახვანის რეზერვუარის წყალი ფოთის ნაპირზე შეუერთდება 2,- 2,5 მეტრის სიმაღლის ტალღით.
ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გიორგი ჭაღიაშვილი FirstNews.ge - თან საუბარში აცხადებს, რომ შესაბამისი გეოლოგიური კვლევები ჩატარებული არაა და ძალიან დიდი რისკები არსებობს.
„შესაბამისი დასკვნა არ დევს, შეიძლება თუ არა ამხელა წყალსაცავის აშენება. კაშხლის კონსტრუქციაზე ნებართვა კი არის გაცემული, თუმცა ნახაზები არავის უნახავს თვალით. როგორია, რა ფორმის არის, ტექნიკური მახასიათებლები როგორი იქნება. როცა ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტი შენდება აუცილებელია გამჭირვალობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა“.
გიორგი ჭაღიაშვილის მტკიცებით, სერიოზული საფრთხე ემუქრება ქუთაისს, რადგან სეისმოაქტიური ზონაა. თვალსაჩინოებისთვის იტალიის ერთ-ერთი ქალაქის მაგალითიც მოჰყავს.
„ანალოგიური პრობლემა იყო იტალიაში 70-იან წლებში, მსგავსი ფაქტორები არ იყო გათვალისწინებული და ერთი ქალაქი მთლიანად წალეკა. ამის შემდეგ აწიეს ყველანაირი ტექნიკური მახასიათებელი ჰესების აშენების. ზუსტად ის ფაქტორები, რომელიც იყო იტალიაში, იმას აქ არ ითვალისწინებენ. გეოლოგიური ზედაპირული მონაცემები, ზუსტად ანალოგიურ პირობებს ქმნის ნამახვანის ტერიტორიაზე,“- აცხადებს გიორგი ჭაღიაშვილი.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
