,,24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ყველა ფაქტზე დროულად მოხდეს რეაგირება''-გიორგი ჭიღვარია
ქუთაისის მერმა ჭავჭავაძის N 49 კორპუსის მაცხოვრებლებს გადასახური მასალა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მიუტანა.
ძლიერი ქარმა აღნიშნული კორპუსი სახურავის გარეშე დატოვა.
სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, უკვე ხვალიდან დაიწყება მოსახლეობისთვის გადასახური მასალის დარიგება, რათა დროულად გადაიხუროს ყველა დაზიანებული ბინა თუ კორპუსი და დამატებითი პრობლემები არ შეექმნას ადგილობრივ მოსახლეობას. კორპუსების გადასახური მასალას და მის სამონტაჟო სამუშაოებს სრულად ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო აანაზღაურებს. რაც შეეხება კერძო სახლებს, მესაკუთრეთა გადასახური მასალით უზრუნველყოფენ.
,,დღეს ჭავჭავაძის 49 ნომერში მოვიტანეთ გადასახური მასალის ნაწილი და ხვალიდან უკვე ყველა მასალა ადგილზე იქნება. დაიწყება გადასახური მასალების გადაცემა იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ და სახლის სახურავის გარეშე დარჩნენ. 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ რათა ყველა ფაქტზე დროულად მოხდეს რეაგირება და მოსახლეობამ რაც შეიძლება მალე მიიღოს გადასახური მასალა,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
სიახლეები
- რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა, ვის შეიძლება შეეხოს „ქართული FARA“
- მარწყვის ტორტი
- "ბოლო ზარი ბედნიერი მომავლის რწმენასთან ასოცირდება, დარწმუნებული ვარ, ახალი თაობა კიდევ უფრო მეტი შემართებით შეხვდება ცხოვრების გზაზე არსებულ ახალ გამოწვევებს"- ირაკლი კობახიძე
- “თვალშისაცემია, რომ ბოლო პერიოდში გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს და შერჩეული ფონის მეშვეობით გვესაუბრება” – პაპუაშვილი
- აშშ-მა ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი 60 მილიონი დოლარის გრანტი გააუქმა