ქუთაისის მერიის შპს „პარკინგსერვისის" თანამშრომელი სცემეს
ქუთაისის მერიის შპს „პარკინგსერვისის" თანამშრომელი სცემეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ვარლამიშვილის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა გამოწერილი ჯარიმა გააპროტესტა და შპს-ს თანამშრომელს თავს დაესხა.
მას დაზიანებები სახის არეში აქვს და კლინიკაში გადაიყვანეს. „პარკინგსერვისში“ აცხადებენ, რომ მათი თანამშრომელი პარკირების ზონაში მუშაობდა და ჯარიმაც კანონზომიერად გამოიწერა, თუმცა რა მოხდა ადგილზე, მათთვის უცნობია.
ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. დაწყებულია გამოძიება.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
