ზვიად შალამბერიძე შპს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორს არჩილ ბუკიას შეხვდა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე შპს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორს არჩილ ბუკიას შეხვდა და იმერეთის აგრო ზონის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.
2022 წელს ერთ-ერთ პრიორიტეტულ პროექტს წარმოადგენს მებაღეობის სატრენინგო და სადემონსტრაციო ცენტრის მშენებლობა, ცენტრის მთავარი როლია აკადემიური და პრაქტიკული ცოდნის მიწოდება ადგილობრივი აგრონომებისთვის, ეკონომისტებისთვის და თანამედროვე სათბურების ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა სპეციალისტებისთვის.
შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე და სსიპ კოლეჯის ,,იბერია“ დირექტორი ირაკლი ავალიანი ესწრებოდნენ. შპს „იმერეთის აგროზონის“ წარმომადგენლებმა პროფესიული სასწავლებლის ხელმძღვანელს სამომავლოდ თანამშრომლობა შესთავაზეს და ახალი მიმართულებების დანერგვის შესახებ იმსჯელეს.
იმერეთის აგროზონის სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტზე მსოფლიოს 10 ქვეყნიდან 27 წინადადებაა მიღებული და აპლიკანტებთან მოლაპარაკებების პროცესის დასრულების შემდეგ გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები. კომპანიების ინტერესები მოიცავს:
✔ სასათბურე მეურნეობების მოწყობა-ოპერირებას
✔ მებაღეობის სატრენინგო - სადემონსტრაციო ცენტრის ოპერირებას
✔ პროექტის პოტენციური ინვესტორების თანადაფინანსებას
✔ დამხმარე ბიზნესების ოპერირებას
✔ პროექტის სრულ მართვას
სასათბურე მეურნეობების კლასტერის საწარმოო ნაკვეთები მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - სოფელ ფარცხანაყანევში (159 ჰა) და ბაღდათის მუნიციპალიტეტში - სოფელ ვარციხეში (61 ჰა).
პროექტის კონცეფციის მიხედვით, არსებულ ნაკვეთებზე იმერეთის აგრო ზონა განავითარებს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას, რომელიც მნიშვნელოვანია სასათბურე მეურნეობების ოპერირებისთვის. პროექტი მიზნად ისახავს კლასტერის წევრებისთვის „ერთი-ფანჯრის“ პრინციპით სერვისის მიწოდებას.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა