ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხალისეობის ფორუმი გაიმართა
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხალისეობის ფორუმი გაიმართა. ფორუმი ქუთაისის მერიის "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერ პროგრამაში“ გამარჯვებული პროექტის „თაობათა დიალოგის“ მიერ იქნა ორგანიზებული. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
,,ახალგაზრდებში მოხალისეობის იდეის პოპულარიზების პროგრამის" დასკვნით ღონისძიებაზე ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალგაზრდებს თავიანთი პროექტები და პროგრამები წარუდგინეს. დაინტერესების შემთხვევაში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ მათთვის სასურველ ორგანიზაციაში ან ორგანიზაციებში მოხალისედ ან მიეღოთ მონაწილეობა სასურველ პროექტებში. ფორუმში მონაწილეობა 10-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო.
"დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მოხალისეობრივი ფორუმი. ფორუმი ტარდებოდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივის ფარგლებში. პროექტის მთავარი მიზანი გახლდათ მოხალისეობის იდეის პოპულარიზება ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. ჩვენს დღევანდელ ფორუმს სამი ძირითადი მიმართულება ჰქონდა: პირველი - აუდიტორიისათვის გაგვეცნო პროექტისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ, მიღწეული მიზნებისა და შედეგების შესახებ. მეორე და მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ ჩვენს ფორუმზე განვიხილეთ ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე მოხალისეობის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები, ხოლო მესამე და მთავარი შემადგენელი ნაწილი გახლდათ გამოფენა. დაახლოებით ათმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. მათ ახალგაზრდებს საკუთარი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ეს ფორუმები მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე, რადგან მოხდეს ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების ჩართვის პროცესში,"- განაცხადა FirstNews.ge - თან საუბარში ,,თაობათა დიალოგის’’ გენერალურმა მდივანმა ლანა თოთაძემ.
"️დღევანდელი მოხალისეობის ფორუმი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ წარმატებულად მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა“.
არასამთავრობო ორგანიზაციის „თაობათა დიალოგის“ ეს პროექტი არის ერთ-ერთი, რომელიც გასულ წელს დაფინანსდა. ფორუმზე გამოიკვეთა, თუ როგორი დაინტერესებაა ახალგაზრდებში მოხალისეობის მიმართ. განვითარებულ საზოგადოებაში მოხალისეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
დღევანდელი ფორუმი ხელს შეუწყობს ჩვენი ახალგაზრდების ინფორმირებულობას და კიდევ უფრო მეტი მოხალისის ჩართვას აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"