ქუთაისსა და იტალიის დედაქალაქს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა
ქუთაისსა და იტალიის დედაქალაქს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა.
28 მარტს რომიდან პირველი განახლებული რეისი განხორციელდა. რეისებს კვირაში ორი სიხშირით ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს.
რომი-ქუთაისის განახლებულ რეისს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დახვდნენ.
მგზავრებს, საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებასა და სიხშირეების ზრდაზე ავიაკომპანიასთან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air პირდაპირ რეგულარულ რეისებს ევროპის 11 ქვეყნის 19 მიმართულებით ასრულებს.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
