დღეს, ქუთაისში იმუნიზაციის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა
დღეს, ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ორგანიზებით იმუნიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მედიასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და დარგის ექსპერტებმა.
შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: იმუნიზაციის პროგრამა და მისი მნიშვნელობა საზოგადოების ჯანმრთელობისათვის, კორონავირუსი და მსოფლიო დღეს, COVID-19-ის ეპიდზედამხედველობისა და პროფილაქტიკის, იმუნიზაციისა და კლინიკური მართვის აქტუალურ საკითხები და სხვა.
,,ყველაზე დიდი ნაკლი, რაც მსოფლიო ჯანდაცვას ჰქონდა და რასაც ყველა აღიარებს, არის ის, რომ არ იყო მზად ამ ყველაფრისთვის. პანდემია ჯერ არ დასრულებულა, მზად უნდა ვიყოთ, რომ სექტემბერში შეიძლება ისევ შემობრუნდეს, შესაძლოა, მუტაცია განიცადოს. მზადყოფნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. პანდემიამ მსოფლიოზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ვაჭრობა 5%-ით შემცირდა, უმუშევრობა 34 მილიონით გაიზარდა. ვირუსმა გავლენა მოახდინა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზეც, მოიმატა არასრულწლოვანთა ქორწინებამაც, რადგან ძირითადად სახლში ისხდნენ.
სამაგიეროდ, როგორც ყველაფერს, პანდემიასაც ჰქონდა თავისი დადებითი მხარეები. განვითარდა ციფრული ტექნოლოგიები. ახლა ვირუსი შესაძლოა გადავიდეს სხვა ფაზაში, რადგან სრულად არ გაქრება,"-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ Firstnews.ge-თან საუბარში.
შეხვედრას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"ექიმების და დარგის სპეციალისტების დაუღალავი შრომით პანდემიის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ რამდენიმე თვის წინ კვირაში 3-4 ათასი ინფიცირებული გვყავდა, ახლა ორნიშნა რიცხვებზე ჩამოვედით. იმერეთში გვქონდა ტრაგიკული შემთხვევებიც, როცა კორონავირუსით ორსულები დაიღუპნენ. კვლევებმა აჩვენა, რომ გარდაცვლილი ადამიანების უმრავლესობა აუცრელი იყო, ამიტომაც ვაქცინაციის პროცესის გაგრძელება აუცილებელია. მედიას საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლიათ,"-განაცხადა ჩვენთან საუბარში ქუთაისის ვიცე მერმა ირაკლი ქარქაშაძემ.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"