რა განმარტებას აკეთებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე აუდიტის დასკვნაზე
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
"ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ნახსენები, საჯარო მოხელეებისთვის გაცემული სოციალური დახმარების ნაწილის კომენტარების ირგვლივ არაერთი არასწორი და ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეების განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით გაკეთებული ინტერპრეტაციები იქნა გავრცელებული, საჭიროდ მივიჩნევ, რომ გაკეთდეს განმარტება ბიუჯეტის კონკრეტული მუხლის და ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების შესახებ.
ბიუჯეტის კანონის შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, სახელფასო ანაზღაურება, ტრანსპორტის მომსახურება, სამივლინებო ხარჯები და სხვა, მათ შორის არის სოციალური უზრუნველყოფის მუხლი, რომელიც განისაზღვრება 54.000 ლარით.
საჯარო სექტორში აღნიშნული მუხლის არსებობა განპირობებულია სოციალური პასუხისმგებლობის და დასაქმებულთა, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, სოციალური გარანტიის უზრუნველყოფით. ამ გზით, ინსტიტუცია იღებს პასუხისმგებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში ამ მუხლიდან დაფინანსდეს საავადმყოფო ფურცელი, დეკრეტული შვებულება და დასაბუთებული სოციალური დახმარება.
კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტავ, რომ ამ მუხლიდან გაცემული დახმარება გათვალისწინებულია კონკრეტული ბიუჯეტის მუხლით და არ აკლდება არცერთი სხვა სოციალური თუ ჯანდაცვითი პროგრამების ბიუჯეტს,"- აცხადებს ირაკლი შენგელია.
სიახლეები
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით
- 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- "სასურველია, რომ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობამ და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს"
- პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
