"ქუთაისობა2022 "-ის ფარგლებში, ქუთაისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება გაიმართა
"ქუთაისობა2022 "-ის ფარგლებში, ქუთაისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება გაიმართა.
მერიის თეთრ დარბაზში, ქუთაისის ახლადარჩეულ საპატიო მოქალაქეებს შესაბამისი სიგელები და სამკერდე ნიშნები გადასცეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
2022 წელს საპატიო წოდების მფლობელები გახდნენ:
მწერალი ლერი ალიმონაკი, პროფესორი ოთარ ჭუმბურიძე, საზოგადოება "ქუთაისელის" წევრი ჯემალ ხაჭაპურიძე, მეუფე იოანე გამრეკელი, პოლიტიკოსი თეიმურაზ შაშიაშვილი, პროფესორი რობერტ გოლეთიანი, აწსუ -ის რექტორი როლანდ კოპალიანი, პედიატრი ვერა(კუსა) ნოდია.
"დღეს კიდევ 8 ადამიანს მივანიჭეთ საპატიო ქუთაისელის წოდება. თითოეულ მათგანს კარგად ვიცნობთ ქუთაისში, ვიცით მათი ღვაწლი და დამსახურება მშობლიური ქალაქის წინაშე.
ვულოცავ მათ დამსახურებულად მინიჭებულ საპატიო წოდებას და მჯერა, კიდევ დიდხანს იქნებიან მშობლიური ქალაქის და თანაქალაქელების სამსახურში," - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება ქვეყნის მიტაცებას და ავტორიტარიზმის დამყარებას" - ელეონორა არჩაია
- 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს
- შენი პირველი არჩევნები - ცესკოს თავმჯდომარის მიმართვა ახალგაზრდა ამომრჩეველს, მას ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად