ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ბავშვთა გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი
პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და მხარდაჭერით, დაგეგმილია ბავშვთა გასართობი ღონისძიებები.
მთელი დღის მანძილზე, გაბაშვილის დასვენებისა და გართობის პარკში, საბავშვო ატრაქციონები პატარებს უფასოდ მოემსახურება.
10:00-20:00 საბავშვო ატრაქციონები - ცენტრალური ბულვარი;
10:00–20:00 საბავშვო ატრაქციონები - ბ.გაბაშვილის დასვენებისა და გართობის პარკი;
10:00-14:00 მხიარული ასპარეზობა, ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მონაწილეობით - სპორტის სასახლე;
10:00 ცარცით ხატვის კონკურსი „ ბავშვები ვხატავთ ოლიმპიურ სამყაროს - მშვიდობისა და ერთიანობისთვის“ - ცენტრალური ბულვარი და „შრომის მემორიალის “მიმდებარე ტერიტორია;
10:00 საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის გამოფენა „ეკომეგობრული ტრანსპორტი ბავშვებისათვის“ - „შრომის მემორიალის “ მიმდებარე ტერიტორია;
10:00 საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიერ ასფალტზე ცარცით ხატვა „სპორტი ნახატებში“ - ცენტრალური ბულვარი;
11:00 რეაბილიტირებული ყინულის მოედნის გახსნა , საჩვენებელი პროგრამა
- ყინულის მოედანი;
12:00-18:00 ხელთნაკეთი ნივთების, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური ბულვარი;
12:00 ბავშვთა ნახატების გამოფენა - ბავშვთა ხელოვნების გალერეა;
12:00-18:00 ჭადრაკის ტურნირი ბავშვთა შორის- ცენტრალური ბულვარი, 9 აპრილის ძეგლთან;
12:00-18:00 სამხატვრო სტუდია „ხელოვანის“ მოსწავლეთა ნახატების გამოფენა - გალერეა „ვარლა“;
12:00-18:00 სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი- ცენტრალური ბულვარი, დები იშხნელების ძეგლთან;
12 :00-14 : 00 საბავშვო სპორტული ქალაქი
საჩვენებელი გამოსვლები: ტაიკვანდო, უშუ, სპორტული აკრობატიკა, ფარიკაობა, ტურნირი მკლავჭიდში, გარბენი „ბავშვები მშვიდობისათვის“ - ცენტრალური ბულვარი;
12:00-13:00 ; 14:00-15:00 სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“- თოჯინების თეატრი;
13:00-15:00; 16:00-17:30 საბავშვო სტუდიების კონცერტი- ცენტრალური ბულვარი;
15:00-16:00; 17:00-18:00 ნიღბების თეატრის წარმოდგენა „ზღაპრული შოუ“ - ცენტრალური ბულვარი;
19:00 – 20:00 საბავშვო გალა-კონცერტი - ცენტრალური ბულვარი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი