სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ მონაწილე 6 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანამედროვე ტექნიკა გადაეცა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის დანადგარების გადაცემის პროცესს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და სქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდნენ.
პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში, იმერეთისა და გურიის რეგიონში მოქმედ 6 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ჩაის წარმოებისათვის საჭირო დანადგარები, ჩაის საღნობი, საგრეხი როლერი და საშრობი კარადა გადასცეს, სახელმწიფო თანადაფინანსება 329,460 ლარია.
,,იმერეთის რეგიონი ტრადიციულად ლიდერი იყო და დღესაც ლიდერია ჩაის წარმოებაში. შესაბამისად ჩვენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩაის კულტურა აღდგეს, გაგრძელდეს და შენარჩუნდეს. ბევრია სამუშაო კიდევ უფრო მეტი რესურსი, რომ გამოვიყენოთ. სახელმწიფო მზად არის ასეთი პროგრამებით დაუდგეს გვერდით ყველა კოოპერატივს თუ ფერმერს, რომელიც ჩაერთვება სოფლის მეურნეობაში და შექმნის დოვლათს ჩვენს ქვეყანაში,“ - ზვიად შალამბერიძე.
,,იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონში მოქმედ ექვს კოოპერატივს გადავეცით დანადგარები, რომელთა მეშვეობითაც ისინი შეძლებენ საკუთარ ფართობში მოყვანილი მაღალხარისხიანი ჩაის გადამუშავებას. რითაც, ერთი მხრივ, გააიაფებენ თვითღირებულებას, მეორე მხრივ, შეძლებენ მოემსახურონ კოოპერატივის ირგვლივ არსებულ პლანტაციებს, რომ შეძლონ ერთგვაროვანი, მაღალხარისხიანი, პრემიუმ კლასის ჩაით უზრუნველყონ როგორც საქართველოს ბაზარი, ისე განახორციელონ ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
პროგრამის ფარგლებში, ჩაის წარმოებისათვის საჭირო 643 000 ღირებულების დანადგარები, ჯამში 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა.
სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი” ფარგლებში აღნიშნულმა ბენეფიციარებმა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, 210 ჰა-ზე იჯარით და საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინეს, რისთვისაც სახელმწიფოსგან, თანადაფინანსების სახით 375 000 ლარზე მეტი მიიღეს.
საქართველოს მასშტაბით, პროგრამაში „ქართული ჩაი“ 53 ბენეფიციარია ჩართული. სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 1,670 ჰექტარს შეადგენს, ჯამური ინვესტიცია 4,862,629 ლარია, საიდანაც 3,383,081 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა.
პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიოჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი